Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსმა მოგებათა სერია ბოსტონ სელტიკსთან შეწყვიტა
  • ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და 2 მოხსნა 5 წუთსა და 33 წამში

ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ, რასაც პლეი ოფის ზონაში შესვლა მოჰყვა, ზაზა ფაჩულიას დეტროიტი ბოსტონ სელტიკსთან 110:118 დამარცხდა. პარალელურად, მერვე ადგილისთვის ბრძოლაში პისტონსის მთავარმა კონკურენტმა მაიამიმ სტუმრად დალასის დამარცხება შეძლო (112:101) და ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 და მე-9 ადგილებს მაიამი და დეტროიტი იყოფენ - ორივეს 26 მოგება და 30 მარცხი აქვს.

მიუხედავად წაგებისა, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები დეტროიტელები არიან - ბლეიკ გრიფინმა 32 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, ანდრე დრამონდმა კი - 21 ქულითა და 17 მოხსნით ისევ ორმაგი დუბლი შეასრულა. ბოსტონიდან გამორჩეულები ჯეისონ ტეიტუმი (19 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი), გორდონ ჰეივორდი იყვნენ (18 ქულა, 5 მოხსნა, 8 პასი) და ოლ ჰორფორდი (17 ქულა, 14 მოხსნა, 8 პასი) იყვნენ.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას - დეტროიტის ქართველმა ცენტრმა 5:33 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა და 2 მოხსნა (ორივე დაცვაში) დააგროვა. ზაზამ ორიდან ერთი 2-ქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა.

მომდევნო მატჩს დეტროიტი 23 თებერვალს, სტუმრად ატლანტა ჰოუკსთან გამართავს.

📺 ვიდეო: ბოსტონი 118:110 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები