Thumbnail
  • გოგას ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა
  • Sports Illustrated-ის თამამი პროგნოზი
  • სხვა გამოცემები ჯერ ფრთხილობენ
გოგა სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

საქართველოს ნაკრების 19 წლის ცენტრი გოგა ბითაძე ტრავმირებულია, მან ადრიატიკის ლიგის მატჩში პარტიზანთან კოჭი იტკინა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

როგორც მონტენეგროს გაზეთი Dnevne novine წერს, MRI ტესტირებამ სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩინა და გოგას მხოლოდ მონტენეგროს თასის ნახევარფინალური და ფინალური (თუ ბუდუჩნოსტი მორნარ ბარს გაივლის) მატჩების გამოტოვება მოუწევს, რომლებიც პარასკევსა და შაბათს გაიმართება. 

ბითაძის დაბრუნებას 22 თებერვალს ევროლიგის მატჩისთვის ვარაუდობენ, ბუდუჩნოსტი ჟალგირისს ეთამაშება. 

პირველად TOP 20-ში

მოგეხსენებათ, გოგა ბითაძე დიდი ალბათობით, 2019 წლის NBA-ს დრაფტზე დადგება. მას დრაფტზე ორიენტირებული ცნობილი ამერიკული საიტები ბოლო დროს პირველი წრის მიწურულს ან მეორე წრის დასაწყისში უწინასწარმეტყველებდნენ არჩევას. იანვარ-თებერვალში ევროპას NBA-ს სკაუტები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, მათ გოგას რამდენიმე მატჩი ნახეს. შესაბამისად, რამდენიმე გამოცემამ დრაფტის ვარაუდები განაახლა. 

Sports Illustrated ბითაძის არჩევას პირველ წრეში 25-ე ნომრად ვარაუდობდა, თუმცა შეიცვალა პროგნოზი - ახლა ეს ამერიკული გამოცემა ვარაუდობს, რომ ბითაძეს მე-19 ნომრად აირჩევენ. შარშან ამ ნომრით ატლანტამ კევინ ჰერდერი აირჩია, რომელიც პირველ წელს NBA-ში $2.25 მილიონს იღებს (რაც უფრო მაღალია დრაფტის არჩევანი - მით უფრო მაღალია გარანტირებული ხელფასი). Sports Illustrated პირველი სერიოზული გამოცემაა, რომელმაც ბითაძის დრაფტზე აყვანა ასე მაღალი ნომრით ივარაუდა.

გადავხედოთ სხვა წყარეობსაც - Bleacher Report ბითაძეს 27-ე ნომრად არჩევას ვარაუდობს. NBADraft.net - 25-ე; ESPN - 23-ე.

კომენტარები

ბოლო ამბები