Thumbnail
  • გაიცანით მერსედესის ახალი ბოლიდი W10
  • ლუის ჰემილტონი მორიგი ტიტულისთვის ამით იბრძოლებს

თქვენ წინაშეა ბოლიდი, რომელსაც ავტოსპორტის მთელი სამყარო მოუთმენლად ელოდა!

ოთხშაბათს, მერსედესმა ფორმულა 1-ის 2019 წლის სეზონის ბოლიდი წარადგინა - მანქანა, რომლითაც გერმანული საჯინიბო ზედიზედ მეექვსე გუნდური ტიტულისთვის იბრძოლებს, ხოლო ლუის ჰემილტონი კი - მეექვსე ინდივიდუალური ტრიუმფისთვის.

W10 ტრეკზეც გაიყვანეს და სილვერსტოუნზე პირველი წრეებიც მოატარეს. ბოლიდს ვალტერი ბოტასი მართავდა - ჩემპიონი ჰემილტონი თანაგუნდელს ნაშუადღევს შეუერთდა.

პირველი, რაც თვალშისაცემია, ბოლიდის ფერი არ შეიცვალა. მერსედესი გასულ კვირაში სოციალურ ქსელებში ხუმრობდა, რომ ახალ ბოლიდს ლურჯ-მწვანე ფერებში წარადგენდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო.

მერსედესის ახალი და შარშანდელი ბოლიდების შედარება

მერსედესის ახალი და შარშანდელი ბოლიდების შედარება

მერსედესის ახალი და შარშანდელი ბოლიდების შედარება

ახალი სეზონისთვის პირველი ტესტები მომავალ ორშაბათს, ბარსელონაში იწყება. “წესების შეცვლის შემდეგ ტიტულის მოგების შანსი ყველა გუნდს მიეცემა და ჩვენ ყველა გუნდს სერიოზულ კონკურენტად განვიხილავთ. არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ჩვენ ავტომატურად მალე დავწინაურდებით,” - ეს გუნდის შეფის, ტოტო ვოლფის სიტყვებია. 

მისი განცხადება განსაკუთრებით ფერარისა და რედ ბულში მოეწონებათ...

კომენტარები

ბოლო ამბები