Thumbnail

'სწორედ ამიტომ გავწყვიტეთ მასთან კონტრაქტი' - რატომ წავიდა მაკფადენი ტენერიფედან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თად მაკფადენი ტენერიფეს კალათბურთელი აღარ არის
  • რა იყო ესპანური კლუბიდან წასვლის მიზეზი

საქართველოს ნაკრების 31 წლის გამთამაშებლის თად მაკფადენისა და ტენერიფეს გზები გაიყო - ესპანურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. არადა, მაკფადენი ტენერიფეს ბომბარდირი იყო, ის საშუალოდ 12.4 ქულას და 2.3 პასს აკეთებდა თამაშში. 

მიზეზი ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა მოგვიანებით იბეროსტარის პრეზიდენტმა ფელიქს ერნანდესმა Cope Tenerife Sports-თან ინტერვიუში შემდეგი განაცხადა: "კალათბურთელმა წინა დღით, აგენტის წამხედურობით, ვარჯიშზე უარი განაცხადა. ჩვენ კი ასეთ რამეებს არ ვპატიობთ! ტენერიფეს თავისი სტანდარტები აქვს, რომელთაც ყოველთვის პირნათლად ასრულებს. სწორედ ამიტომაც, გადავწყვიტეთ მასთან კონტრაქტის გაუქმება". 

როგორც ჩანს, კლუბში ძალზე გაბრაზებულები არიან მაკფადენზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი შერმადინის უნიკახასთან სამეფო თასის მეოთხედფინალამდე სამი დღით ადრე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს არ დაშორდებოდნენ. 

ესპანური მედია ეჭვობს, რომ მაკფადენს სხვა კლუბისგან სარფიანი წინადადება აქვს. მაკფადენს სულ 4 თამაში აქვს საქართველოს ნაკრებში გამართული. ის საშუალოდ 15.0 ქულასა და 3.0 პასს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ გუნდში ხან მეტ ჯენინგი (ბასკონია) თამაშობს, ხან კი თად მაკფადენი. 

ასევე ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები