Thumbnail
  • მაიკლ დიქსონი ისრაელიდან იტალიაში გადავიდა
  • რეჯო ემილია ქართველთათვის 'ნაცნობი' კლუბია

საქართველოს ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს, იტალიის სერია A-ს გრისინ ბონ რეჯო ემილიაში გადავიდა. 28 წლის კალათბურთელი ბოლოს ისრაელის ბნეი ჰერცლიაში თამაშობდა, მაგრამ ეს გუნდი თებერვლის დასაწყისში დატოვა. 17 თამაშში ის საშუალოდ 12.0 ქულას, 2.2 მოხსნასა და 4.3 პასს აკეთებდა. 

დიქსონმა 2016 წლის ზაფხულში მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, მან 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. დიქსონი საშუალოდ 13.8 ქულას, 2.0 მოხსნასა და 5.2 პასს აკეთებდა. 

შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში რეჯო ემილიას ღირსებას საქართველოს ნაკრების მსროლელი მანუჩარ მარკოიშვილი იცავდა, რომელიც 2017 წელს ჩაირიცხა იტალიურ კლუბში. შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი ქრონიკული ტრავმის გამო ჯერჯერობით ვერ თამაშობს. 

რეჯო ემილია 5 მოგებითა და 14 მარცხით სერია A-ს ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. დიქსონის დებიუტს 3 მარტს ველით, როცა მე-20 ტურში რეჯო ემილია ვარეზეს სტუმრობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები