Thumbnail

ინტერს ახალი კაპიტანი ჰყავს - რატომ ჩამოართვეს მაურო იკარდის სამკლავური?

  • ინტერმა კაპიტნის საკლავური, რომელსაც იკარდი ფლობდა, ჰანდანოვიჩს ჩააბარა
  • ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ მაურო კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
  • არაა გამორიცხული, ზაფხულში არგენტინელი რეალში ან ატლეტიკოში გადავიდეს  

მაური იკარდი მილანის ინტერის კაპიტანი აღარაა. ამის შესახებ ‘ნერაძურიმ’ თავის ოფიციალურ ტვიტერზე გამოაცხადა და როგორც ირკვევა, ამიერიდან გუნდს მოედანზე  სამკლავურით სლოვენიელი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი გაუძღვება.

ინტერი ამ გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს. შესაძლოა, ეს იმასაც უკავშირდებოდეს, რომ კლუბი 25 წლის არგენტინელთან, რომელიც გუნდის კაპიტანი 2014//15 წლების სეზონიდან იყო, კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ახერხებს.

მაუროს ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, მის გაგრძელებაზე საუბარი კი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ ამბავს წინ ასევე პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უძღოდა, რომლის თანახმად, მაუროს მიმართ ინტერესს მადრიდული კლუბები: რეალი და ატლეტიკო იჩენენ.

მაურო იკარდის საქმეებს ვანდა ნარა განაგებს

მაურო იკარდის მეუღლე ვანდა ნარამ, რომელიც ამავდროულად მოთამაშის აგენტია, ახლახან ასეთი კომენტარი გააკეთა:

"კარგი იქნებოდა, კლუბი უფრო მეტად ზრუნავდეს მაუროს ბინძური ჭორებისგან დაცვაზე. ჩვენი პრიორიტეტი ინტერია, მე კი არასდროს მომითხოვია კონტრაქტის გახანგრძლივება. ჩვენ არ ვჩქარობთ, მაუროს შეთანხმებით ორი წელიწადი ჯერ წინ აქვს".

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 20 მატჩში ითამაშა, გაიტანა 9 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.

სამირ ჰანდანოვიჩს სლოვენიის ეროვნულ  ნაკრებში 81 მატჩი აქვს ჩატარებული

რაც შეეხება მილანური გუნდის ახალ კაპიტანს, ჰანდანოვიჩი ინტერის ღირსებას 2012 წლიდან იცავს, როდესაც უდინეზედან 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში 34 წლის სლოვენიელმა გოლკიპერმა სერია A-ს 23 მატჩში ითამაშა და 16 გოლი გაუშვა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • ლაციო
  • ფიორენტინა
  • სხვა კლუბი

კომენტარები

ბოლო ამბები