Thumbnail

ქართველი ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე დაუმარცხებელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  •  
  • ტოკიოში ბაშოს მეორე დღის ორთაბრძოლები გაიმართა.
  • ლევან გორგაძემ მეორე ორთაბრძოლაც მოიგო - არავაში დოჰიოდან გაიყვანა.
  • მეორე დივიზიონში კვლავ დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელი.

2018 წლის პირველ სუპერტურნირზე, ჰაცუ ბაშოზე წარმატებული სტარტი აქვს მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე). 

იორიკირის ილეთი

ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ მეორე მეტოქე დაამარცხა - შოდაის მერე მე-4 მაეგაშირა არავაშიც დაამარცხა. გამარჯვებისთვის ლევან გორგაძემ კვლავ იორიკირის ილეთი გამოიყენა. 

ლევან გორგაძეს 2-0 ბალანსი აქვს და ახლა მე-5 მაეგაშირა ოკინოუმის ხვდება, ვისთანაც ურთიერთშეხვედრებში 6:5-ს იგებს.

პირველი დღისგან განსხვავებით, დღეს სამივე დიდმა ჩემპიონმა მოიგო - ჰაკუჰომ, კაკურიუმ და კისენოსატომ საკუთარი ორთაბრძოლები გამარჯვებით დაასრულეს.

მეორე დივიზიონ ძურიოში მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) კვლავ დამარცხდა. დივიზიონის მე-5 ნომერმა ამჯერად, ჩიონოოსთან შიტატენაგეს ილეთით დათმო.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-7 ნომერი სადანოუმია. 

ტოჩინოშინისა და არავაშის ორთაბრძოლა
მე-2 დღე, ყველა ორთაბრძოლა (ელიტა)

კომენტარები

ბოლო ამბები