Thumbnail
  • პსჟ-ის ნახევარმცველმა თავისი ყოფილი კლუბი ორი საგოლე პასით დასაჯა
  • არგენტინელმა უპასუხოდ არც მანჩესტერელი გულშემატკივრების აგრესია დატოვა
  • როგორ შეიძლება 'ოლდ ტრაფორდზე' გმირიც იყო და ანტიგმირიც

ანხელ დი მარია მანჩესტერ იუნაიტედში 2014 წლის აგვისტოში გადავიდა. მასში გადახდილი 59,7 მილიონი ფუნტი რეკორდული იყო ინგლისური კლუბისთვის. მაგრამ არგენტინელი 'ოლდ ტრაფორდს' ვერ შეეწყო და უკვე ერთი წლის შემდეგ პარიზში იმაზე ფრო ნაკლებ ფასად გადაბარგდა, ვიდრე მასში მანჩესტერელებმა გადაიხადეს - 63 მილიონ ევროდ.

დაბრუნება

ოთხი წლის შემდეგ ანხელ დი მარია ‘ოლდ ტრაფორდზე’ პარი სენ-ჟერმენის მაისურით დაბრუნდა. იქ მას არცთუ თბილად შეხვდნენ.

ტრიბუნიდან ნასროლი  ბოთლი დი მარია მხარში მოხვდა 

სტვენას და ლანძღვას ვინ ჩივის, ლამის მოკლეს. სხვათა შორის, ეშლი იანგი, რომელსაც უკვე ჰქონდა ‘ყვითელი’, არბიტრმა მოედანზე ამ ეპიზოდის შემდეგაც დატოვა. 

ამ ყველაფერს კი დი მარიამ ღირსეულად უპასუხა. 53-ე წუთზე ანხელმა კუთხურის ნიშნულიდან მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კიმპემბე მატიჩს დაუძვრა და კარის ბადე ლამის გაგლიჯა. საგოლე პასის ავტორმა ტრიბუნებზე მყოფ იუნაიტედის ფანებს უმალ მოკითხვა გაუგზავნა: ‘წადით, თქვენი…’

კიმპემბეს გოლი მანჩესტერ იუნაიტედის კარში - 0:1

კიმპემბეს გოლი მანჩესტერ იუნაიტედის კარში - 0:1

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019

მე-60 წუთზე ბერნატმა კარგი გადაცემით შეტევის მარცხენა ფლანგზე დი მარია მოამარაგა, ამ უკანასკნელმა კი მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა და მბაპემაც ერთი შეხებით დაასრულა.

კილიან მბაპეეე 🔥🔥🔥 მბაპეს გოლი მანჩესტერ იუნაიტედის კარში - 0:2

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019

მეტი ამ თემაზე: გამარჯვება ნეიმარისა და კავანის გარეშე - ყველაფერი 'ოლდ ტრაფორდზე' გაირკვა?

საინტერესო ეპიზოდი მანამდეც იყო. სტუმართა ნახევარმცველი კიდევ ერთხელ მივიდა კუთხურის ალამთან, რა დროსაც მას ტრიბუნიდან ლუდის ბოთლი ესროლეს. არგენტინელმა აიღო ბოთლი, დალევის იმიტაცია გააკეთა და გვერდით მოისროლა.

დი მარიამ საქმე გააკეთა, 81-ე წუთზე კი ის კოლინ დაგბამ შეცვალა. არგენტინელი მანჩესტერელ ფანატებს ასე დაემშვიდობა.

არგენტინელი მანჩესტერ იუნაიტედის  ფანატებს მიმართავს

კომენტარები

ბოლო ამბები