Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი ატლანტასთანაც დამარცხდა
  • ლებრონ ჯეიმსის გუნდმა პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში საქმე გაირთულა
  • ჰოუკსის გამარჯვება 20 წლის ტრეი იანგის დამსახურებაა

ლეიკერსის კრიზისი გრძელდება! სუპერვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსის გარშემო აწყობილმა გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან მე-4 წააგო და უკვე საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. ლოს ანჯელესელები ამჯერად ატლანტა ჰოუკსთან, 113:117 დამარცხდნენ, რასაც ძალიან ცოტა თუ მოელოდა.

ლებრონ ჯეიმსი და ვინს კარტერი

არადა, თავად ლებრონმა სამმაგი დუბლი შეასრულა - მან 28 ქულა, 16 პასი და 11 მოხსნა დააგროვა. ჯეიმსი კალიფორნიელთა მხრიდან საუკეთესო იყო, მაგრამ ლეიკერსი მარცხისგან ვერ იხსნა. ატლანტას რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ახალგაზრდა ტრეი იანგმა, რომელიც 22 ქულით, 14 პასითა და 6 მოხსნით (ორმაგი დუბლი) გამოირჩა. ასევე კარგად ითამაშა ჯონ კოლინზმა - მის აქტივში 22 ქულა და 8 მოხსნაა.

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო. ატლანტამ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა და ის თამაშის ბოლომდე აღარ გაუშვა ხელიდან. ამ ხმაურიანი გამარჯვებით ატლანტამ წაგებათა 3-მატჩიანი სერია დაასრულა, მაგრამ აღმოსავლეთ კონფერენციაში, 19 მოგებითა და 38 წაგებით მე-12 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილამდე (დეტროიტი, 26 მოგებით) ბევრი აშორებს.

რაც შეეხება ლეიკერსს: ბოლო 5-დან 4 მატჩის წაგების შემდეგ გუნდი დასავლეთში მე-10 ადგილზეა და თუ თამაშს სასწრაფოდ არ გამოასწორებს, უკვე საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ლებრონ ჯეიმსი პლეი ოფში ვერ ვნახოთ...

📺 ვიდეო: ატლანტა 117:113 ლეიკერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები