Thumbnail
  • რომა 2:1 პორტუ
  • 1:0 ძანიოლო (70), 2:0 ძანიოლო (76), 2:1 ადრიანი (79)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, რომამ სახლში პორტუგალიურ გრანდს - პორტუს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლი შეასრულა 19 წლის შემტევმა ნიკოლო ძანიოლომ, რომელიც ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა 2 და მეტი გოლის გამტანი იტალიელი გახდა.

რომა 2:1 პორტო • ძანიოლოს დუბლი სტადიო ოლიმპიკოზე ⚽️⚽️🇮🇹

რომა 2:1 პორტო • ძანიოლოს დუბლი სტადიო ოლიმპიკოზე ⚽️⚽️🇮🇹

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019

ძანიოლოს მეორე გოლის შემდეგ, პორტუმ სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მალევე შეძლო - 79-ე წუთზე ადრიანმა გაიტანა.

ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო მატჩი 'დრაგაოზე' 7 მარტს გაიმართება. მანამდე კი რამდენიმე დიღით ადრე, 2 მარტს რომა დერბიში ლაციოს ეთამაშება.

საინტერესო ფაქტები

⚽ პირველ ტაიმში გუნდებმა კარისაკენ მხოლოდ 5-ჯერ დაარტყეს, რაც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირველ ტაიმებში ყველაზე დაბალი შედეგია...

⚽ ნიკოლო ძანიოლო გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 2 ან მეტი გოლის გატანა შეძლო...

⚽ რომამ მატჩი 7 იტალიელით დაიწყო, ბოლოს ეს 2013 წელს მოხდა, როდესაც იუვენტუსი კოპენჰაგენს დაუპირისპირდა...

⚽ პორტუმ იტალიურ გუნდებთან გასვლაზე მეშვიდედ წააგო, რვა მატჩიდან ერთადერთი გამონაკლისი 1996 წელს მილანთან გამრჯვება იყო - 2:3...

კომენტარები

ბოლო ამბები