Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 პსჟ
  • ოლე გუნარ სოლსკიაერის პირველი მარცხი
  • საპასუხო მატჩი 6 მარტს პარიზში გაიმართება

ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფის მატჩებით განახლდა. 'ოლდ ტრაფორდზე' ოლე გუნარ სოლსკიაერის მანჩესტერ იუნაიტედმა პსჟ-ს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

პირველმა ტაიმმა დიდად ვერ გაამართლა - ყველაზე რეალური მომენტი ვერატის პასის მერე კილიან მბაპეს შეექმნა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა ააცილა ბურთი კარს საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან.
სამაგიეროდ, ტაიმი უხეში გამოდგა, ერთხელ ანხელ დი მარია ჯებირს შეეჯახა, თუმცა ტრავმას გადაურჩა. ტაიმის მიწურულს დაშავდნენ ჯესი ლინგარდი და ანტონი მარსიალი, თამაში ვერც ერთმა გააგრძელა. 

0:1 კიმპემბე (53)

ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა, მასპინძელთა კართან კუთხური დი მარიამ ჩამოაწოდა, შორეულ ძელთან ბურთი დაუმუშავებლად პრესნელ კიმპემბემ დაარტყა - 0:1. 

0:2 მბაპე (60)

მე-60 წუთზე დი მარიამ კიდევ ერთი ასისტი მიითვალა - გოლი კილიან მბაპეს ანგარიშზეა. ამის შემდეგ უკვე პსჟ-ს უპირატესობა აშკარა გახდა და დე ხეამ, სულ მცირე, ორჯერ იხსნა კარი აშკარად გოლისგან. ბოლოს მანჩესტერი პოგბამაც დააღალატა, ის მეტისმეტი უხეშობისთვის გააძევეს. 

ეს იყო ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერის პირველი მარცხი მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცის პოსტზე. 

მპაბეს ლიგაზე უკვე 14 გოლი აქვს გატანილი

მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 პსჟ

გოლები: 0:1 კიმპემბე (53), 0:2 მბაპე (60)

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ბაილი, ლინდელიოფი, შოუ - ანდერ ერერა, მატიჩი, პოგბა - ლინგარდი (45+4. ალექსის სანჩესი), რაშფორდი (84. ლუკაკუ), მარსიალი (46. მატა)

პსჟ (4-2-3-1): ბუფონი - კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი - ვერატი (74. პარედესი), მარკინიოსი - დანი ალვეში, დრაქსლერი, დი მარია (81. დაგბა) - მბაპე 

გაძევება: პოგბა (90) 

კომენტარები

ბოლო ამბები