Thumbnail

ევროპალიგა | რუსების მარცხი სტამბოლში - ფენერბაჰჩეს სლიმანიმ მოაგებინა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფენერბაჰჩე 1:0 ზენიტი
  • 21 თებერვალს საპასუხო მატჩი რუსეთშია

ევროპალიგის პლეი ოფის პირველი წრის პირველ მატჩში თურქულმა ფენერბაჰჩემ რუსულ ზენიტს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

21-ე წუთზე ფენერბაჰჩეს კუთხურს პირველი გოლი მოყვა - ისლამ სლიმანიმ ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა - 1:0.

მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას თურქები ფლობდნენ, ზენიტს გათანაბრება შეეძლო - მეჰმეთ თოფალმა საჯარიმოში მეტოქე წააქცია, მაგრამ რობერტ მაკის დარტყმული ჰარუნ თექინმა ცალი ხელით მოიგერია, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში არ გავიდა. მეორე ტაიმში არაფერი აღარ შეცვლილა. ამ წყვილში საპასუხო შეხვედრა სანკტ პეტერბურგში 21 თებერვალს გაიმართება. 

⚽️ სლიმანის გოლი ზენიტთან ⚽️ ჰარუნ ტეკინმა მაკ რობერტს თერთმეტმეტრიანი აუღო ❌

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები