Thumbnail

ამერიკული აღიარება - გიორგი ბეჟანიშვილი კონფერენციის კვირის კალათბურთელია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბეჟანიშვილი კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს
  • პირველად ისტორიაში კვირის ორივე პრიზი ილინოისის კალათბურთელებმა მიიღეს

20 წლის გიორგი ბეჟანიშვილს საოცარი სეზონი აქვს NCAA-ში - ილინოისის ფრეშმენი (პირველ კურსელი) Big Ten კონფერენციის კვირის კალათბურთელად დაასახელეს. კვირის საუკეთესო ფრეშმენი კი მისი თანაგუნდელი აიო დოსუნმუ გახდა. კონფერენციის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ორივე პრიზი ილინოისის კალათბურთელმა მოიგო. 

ქართველი ლეგიონერი ამ კვირაში საშუალოდ 25.5 ქულასა და 6.0 მოხსნას აკეთებდა. საყოველთაო აღიარება მან რატჯერსთან 35 ქულის ჩაგდებით მოიპოვა, როცა ილინოისის 29-წლიანი რეკორდი ფრეშმენებში მოხსნა. სხვათა შორის, იმ თამაშში 29 ქულა ბეჟანიშვილმა მეორე ტაიმში ჩააგდო. 

კომენტარები

ბოლო ამბები