Thumbnail

ანანიძის გოლი ყაზახების კარში - ჯანომ ახალ გუნდში პირველად გაიტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ანანიძის კრილია სეზონისთვის თურქეთში ემზადება
  • ორი სპარინგი ერთ დღეში
კაისართან მატჩის წინ

ჯანო ანანიძის ახალმა გუნდმა, რუსულმა კრილია სოვეტოვმა თურქულ შეკრებაზე ერთ დღეში ორი თამაში გამართა. კრილიამ ჯერ ლატვიური სპარტაკსი 5:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ჯანო ანანიძეს მონაწილეობა არ მიუღია. 

შემდეგ კრილია სოვეტოვი ყაზახურ კაისარს შეხვდა და 3:0 მოუგო. ამ მატჩის სასტარტო შემადგენლობაში უკვე გამოჩნდა 10 ნომრით მოთამაშე ქართველი ლეგიონერი, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. რუსებმა ყაზახი მცველების შეცდომით ისარგებლეს და გოლი კომბინაციურ სტილში გაიტანეს, რომელიც სამედოვის პასით ჯანომ დააგვირგვინა. ქართველი ლეგიონერი მწვრთნელმა 78-ე წუთზე კისელევით შეცვალა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი სპარტაკმა კრილია სოვეტოვში იჯარით გაუშვა. ანანიძის გუნდი 16 თამაშიდან 17 ქულით მე-13 ადგილზეა რუსულ პრემიერლიგაში. რუსეთის ჩემპიონატი 2 მარტს განახლდება, კრილია სოვეტოვი ჩემპიონ ლოკომოტივს მოსკოვში ესტუმრება, რომლის ღირსებას საბა კვერკველია იცავს.  

კომენტარები

ბოლო ამბები