Thumbnail

იმედის ფსონი | 12 თებერვლის გადაცემის ბილეთები: 3,5-ზე მეტი გოლი რეალი-აიაქსში?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა ‘იმედის ფსონის’ 12 თებერვლის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 10 თებერვლის გადაცემის სტუმარმა, გულშემატკივარმა და პროგნოზისტმა ტარიელ ბერეკაშვილმა ბილეთი 6 თამაშისგან შეადგინა (ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის  კოეფიციენტების მიხედვით, 10,6) და გაიმარჯვა.

მეტი ამ თემაზე: იმედის ფსონი | 10 თებერვლის ბილეთები

ლევან სალუქვაძის დღევანდელ ბილეთში სულ სამი პოზიციაა (ჯამური კოეფიციენტით: 11,3). გადაცემის ავტორმა ევროპალიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩები შეარჩია.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ზალცბურგის სტუმრად მოგების ყველაზე მეტად მჯერა ამ თამაშებიდან. ჯერ ერთი, ბრიუგე დიდი ვერაფერი გუნდია, ზალცბურგი კი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს, როგორც შინ, ისე სტუმრად და ასეთი თამაშით შორს უნდა წავიდეს.

სპორტინგი პორტუგალიური ფეხბურთის გრანდია. მართალია, ჩემპიონი ვერ ხდება, მაგრამ არც დიდად ჩამოუვარდება სხვა გუნდებს. ვილიარეალი კი წელს სრულებით წყალწაღებულია და ვფიქრობ, რომ სპორტინგი ამ თამაშს მოუგებს.

ბოლოს არც სელტიკი აგებს და არც ვალენსია, მაგრამ ეს უკანასკნელი დაუმარცხებელი უფრო მაღალი დონის გუნდებთან მეტოქეობაშია და ამიტომ მგონია, რომ სელტიკს ტექნიკური ფეხბურთით აჯობებს.

გადაცემის სტუმარი ამჯერად გიორგი ჭინჭარაული გახლდათ, რომლის ბილეთი 4 პოზიციისგან შედგება და ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის კოეფიციენტების მიხედვით, 11,6-ია. მის ბილეთში ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური ეტაპის სამი მატჩია, ერთიც - NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის.

სტუმრის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი რეალი-აიაქსის მატჩში 3,5-ზე მეტ გოლს აქვს - 2,25.

რაც შეეხება გადაცემის მაყურებლების მიერ შედგენილ ბილეთს - აქ ექვსი თამაშია (ჯამური კოეფიციენტი: 10,4).

 

კომენტარები

ბოლო ამბები