Thumbnail
  • საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფორვარდი უკრაინულ კლუბში სინჯებზეა
  • ქუთათელაძემ კიევის დინამოს მაისურით საკონტროლო შეხვედრაში უკვე ითამაშა

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თავდამსხმელს ნიკოლოზ ქუთათელაძეს, რომელსაც ახლახან მახაჭყალის ანჟიში ტრანსფერი ჩაეშალა, კარიერის კიევის დინამოში გაგრძელების კარგი შანსი აქვს.

როგორც dynamomania იუწყება, 17 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პარი სენ-ჟერმენის ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა, ამჟამად კიევის დინამოში სინჯებზეა. ახალგაზრდა ფორვარდმა დინამოსა და ტობოლის 21-წლამდელთა გუნდების საკონტროლო შეხვედრაში, კიეველთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე ერთი ტაიმი დაჰყო.

ქუთათელაძემ კიეველთა რიგებში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშა

საქართველოდან წასვლის შემდეგ, ნიკოლოზ ქუთათელაძე ორი წლის განმავლობაში პრაღის სპარტის საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც კიდევ ექვსი წელიწადი ლილის აკადემიაში გაატარა. ფორვარდი 2016 წელს პსჟ-ში გადავიდა, სადაც პარიზული კლუბის 16-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა.

ნიკოლოზ ქუთათელაძე პარი სენ-ჟერმენში ნეიმართან ერთად

2018 წლის ნოემბერში ქუთათელაძემ კონტრაქტი მახაჭყალის ანჟისთან გააფორმა, თუმცა ახალგაზრდა ფორვარდმა რუსეთის პრემიერლიგის კლუბის მაისურით თამაშის უფლება ვერ მიიღო. ამის მიზეზი მახაჭყალის კლუბისთვის დავალიანებების გამო დაკისრებული სანქციები გახდა.

მეტი ამ თემაზე: ეს ტრამპლინია - ნიკოლოზ ქუთათელაძე ანჟიზე, ნეიმარსა და კავანიზე

კიევის დინამოს მაისური აქამდე არაერთ ქართველ ფეხბურთელს მოურგია: კახა კალაძეს, გიორგი დემეტრაძეს, მიხეილ ჯიშკარიანს, მალხაზ ასათიანს, ოთარ მარცვალაძეს, ალექსანდრე ამისულაშვილსა და სხვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები