- 7 წონიდან 5-ში ქართველი ლიდერობს
- საერთო ჩათვლაში 10-დან 7 ქართველია

პარიზის გრანდ სლემის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რეიტინგ-ლისტი განაახლა. რეიტინგში ქართველი ვაჟი ძიუდოისტების სრული დომინაციაა - 7 წონითი კატეგორიიდან 3-ში საქართველოს წარმომადგენელი, 2-ში კი სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ლიდერობს.
საერთო რეიტინგში (ქულების მიხედვით, წონითი კატეგორიის მიუხედავად) პირველ ადგილზე უკვე ვარლამ ლიპარტელიანია (100) პარიზის გრანდ სლემის 3-გზის გამარჯვებული. ნაკრების კაპიტანს 7 908 ქულა აქვს და უსწრებს გურამ თუშიშვილის (+100), რომელმაც 2018 წელი პირველ ადგილზე დაასრულა. თუშიშვილი ინდივიდუალურად ემზადება და თბილისის გრან პრიმდე არსად იჭიდავებს, ის 7 752 ქულით საერთო რეიტინგში მე-2 ადგილზეა.
საერთო რეიტინგში კიდევ უფრო გამოკვეთილია ქართველი ძიუდოისტების უპირატესობა. 10-დან 5 დაწინაურებული საქართველოს წარმომადგენელია, ორიც სხვა ქვეყნის სახელით მოჭიდავე ქართველი.
საინტერესო ფაქტები
🥋 თემურ ნოზაძეს (60), რომელსაც დიდებში დებიუტი პარიზში ჰქონდა (ბრინჯაო), 612 ქულა აქვს და წონაში 57-ე ადგილზეა (+111).
🥋 პარიზში ვერცხლის მედლის მოგებით ვაჟა მარგველაშვილმა (66) იაპონელ ჰიფუმი აბეს გადაასწრო და წონაში პირველ ადგილზეა.
🥋 სამაგიეროდ, პარიზული ბრინჯაო არ ეყო ლაშა შავდათუაშვილს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, მას იაპონელმა ჰაშიმოტომ გადაუსწრო. პარიზის გრანდ სლემი სწორედ იაპონელმა ძიუდოისტმა მოიგო.
TOP 10. ძიუდოს რეიტინგი. საერთო ჩათვლა
1. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 7 908
2. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 7 752
3. ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი) - 7 162
4. საეიდ მოლაეი (ირანი) - 6 694
5. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) - 6 106
6. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 6 046
7. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) - 6 008
8. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 6 004
9. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 5 848
10. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 5 791
კომენტარები