Thumbnail

პოლ სქოულზი თავის ბავშვობის კლუბში იმუშავებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სქოულზი საყვარელ კლუბში იმუშავებს
  • ოლდემ ატლეტიკი რანგით მეოთხე დივიზიონში თამაშობს...

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველი - პოლ სქოულზი თავის ბავშვობის კლუბში - ოლდემ ატლეტიკსში მთვარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

კონტრაქტი წელიწადნახევრიანია და როგორც კლუბის მფლობელი აბდალა ლემსაგანი ამბობს სქოულზს მისგან სრული მხარდაჭერა აქვს. "საიდუმლო არაა თუ როგორ უნდოდა პოლს ეს სამსახური, ყველამ იცის თუ როგორ უყვარს მას ეს კლუბი..."

"ჩემი გუნდი მინდა აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდეს, მინდა ჯერ მოგებაზე ვფიქრობდეთ და შემდეგ სხვა დანარჩენზე." სქოულზი შაბათს პირველ მატჩს იოვილ თაუნის წინააღმდეგ გამართავს.

ოლდემი მეორე ლიგაში (რანგით მეოთხე დივიზიონი) 42 ქულით, მე-14 ადგილს იკავებს. "სასაცილო ჩემპიონატია, ყველა ყველას უგებს და ძნელია გუნდების რეალური ძალის გაგება" ამბობს სქოულზი, რომელიც ოლემის ასაკობრივ გუნდში თამაშობდა და კლუბს ბავშვობიდან ქომაგობს.

კომენტარები

ბოლო ამბები