Thumbnail

გორდონ ბენქსი - მსოფლიოს ჩემპიონი მეკარე 81 წლისა გარდაიცვალა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გორდონ ბენქსი 1937-2019
  • ლეგენდარული ინგლისელი მეკარე გარდაიცვალა...

გორდონ ბენქსი, 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მეკარე დღეს, 81 წლისა გარდაიცვალა. ბენქსმა ეროვნულ გუნდში 73 მატჩი ჩაატარა, თუმცა მისის სანაკრებო კარიერა 1972 წელს შეწყდა, როდესაც ავტო-ავარიის შედეგად ცალი თვალი დაიზიანა.

ლესტერ სიტის და სტოკის ლეგენდარული მეკარის კარიერის სიმბოლო, არა 1966 წლის მუნდიალი, არამედ 1970 წლის მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე პელესათვის აღებული დარტყმა გახდა. 'ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო სეივი' - ასე იცნობენ ამ ეპიზოდს ფეხბურთის გულშემატკივრები.

"ხალხს ამ სეივით ვახსოვარ და არა მსოფლიოს ჩემპიონობით... თამაშის შემდეგ პელე მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა 'გოლი მეგონა'... 'მეც ასე მეგონა...' - ვუპასუხე სიცილით." - იხსენებდა ბენქსი ბრაზილიასთან მატჩის მომენტს.

ინგლისმა 1970-ში ჯგუფური ეტაპი დაძლია, თუმცა მეოთხედფინალური მატჩი გერმანიასთან ბენქსმა ტრავმის გამო გამოტოვა. კარში ჩელსის პიტერ ბონეტი ჩადგა, მეკარის სუსტი თამაში კი ინგლისის მარცხის განმსაზღვრელი გახდა...

კომენტარები

ბოლო ამბები