Thumbnail
  • თვითმფრინავი, რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა, 21 იანვარს ჩამოვარდა
  • ცხედრის იდენტიფიცირების შემდეგ, მისი დაღუპვის მიზეზიც გაირკვა

ემილიანო სალას ტრაგედიიდან სამი კვირის შემდეგ, 28 წლის არგენტინელი ფორვარდის დაღუპვის მიზეზი ოფიციალურად გაირკვა. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სალა თავისა და მკერდის დაზიანებების გამო გარდაიცვალა. ეს გამოკვლევის პირველი დასკვნაა.

რაც შეეხება თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზს - ამის გარკვევას ექვსიდან 12 თვემდე დრო დასჭირდება, თუმცა პირველ დასკვნებს 14 დღეში ელოდებიან. 

28 წლის არგენტინელი საფრანგეთიდან უელსში 21 იანვარს, კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა. კარდიფში ჩაფრენამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩამოვარდა. თვითმფრინავში სალასთან ერთად მხოლოდ პილოტი, 59 წლის ინგლისელი დეივ იბოტსონი იმყოფებოდა. ამ უკანასკნელის ცხედარი ჯერ ნაპოვნი არ არის - ძებნა გრძელდება. საძიებო სამუშაოებს ცნობილი ადამიანები და ფეხბურთელები (მათ შორის, კილიან მბაპე) აფინანსებენ.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები