Thumbnail

NBA | ჩემბერლენის რეკორდი დამხობილია - რასელ ვესტბრუკმა ისტორია გადაწერა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რასელ ვესტბრუკი NBA-ს ისტორიაში შევიდა
  • ოკლაჰომას გამთამაშებელმა დიდი ლეგენდის რეკორდი გააუმჯობესა

რასელ ვესტბრუკის სახელი და გვარი NBA-ს ისტორიაში აქამდე განსაკუთრებულ ადგილზე ეწერა, ახლა კი უკვე - ოქროს ასოებით! პორტლენდთან 120:111 მოგებულ შეხვედრაში, ოკლაჰომას გამთამაშებელმა ზედიზედ მე-10 სამმაგი დუბლი შეასრულა! ამით მან NBA-ს ისეთი დიდი ლეგენდის რეკორდი დაამხო, როგორიც უილტ ჩემბერლენია, რომელსაც 1968 წელს ზედიზედ 9 სამმაგი დუბლი ჰქონდა.

🏀 ვესტბრუკმა 21 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი გააკეთა. მისთვის ეს ამ სეზონში უკვე 23-ე სამმაგი დუბლია, კარიერაში კი 127-ე!

🏀 აღსანიშნავია, რომ რასელს თამაშის დასრულებამდე ცხრანახევარი წუთით ადრე მხოლოდ 5 ასისტი ჰქონდა და დარჩენილ დროში კიდევ 6 მიამატა!

მიუხედავად ამისა, პორტლენდთან შეხვედრაში განსაკუთრებული კაცი ისევ პოლ ჯორჯი გახლდათ. ჰიუსტონთან 45-ქულიანი გალა-წარმოდგენის შემდეგ, მან ამჯერად 47 ქულა დააგროვა. პლუს 12 მოხსნა, 10 პასი და მანაც სამმაგი დუბლი გააკეთა!

ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, პორტლენდი კი - მეოთხეზე.

📺 ვიდეო: რასელ ვესტბრუკის და პოლ ჯორჯის ბრწყინვალე თამაში პორტლენდთან

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • ჯეიმს ჰარდენი
  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ენტონი დევისი
  • სტეფ კარი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიიდი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები