Thumbnail

მოგება 3 სეტში - ბასილაშვილმა კორეელ ჩონთან თამაში შემოატრიალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 7:6, 6:2 ჰიონ ჩონი
  • 33 უნებლიე შეცდომა პირველ სეტში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (20) წარმატებით დაიწყო ასპარეზობა როტერდამის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ATP-ის 500-იანი სერიიდანაა. 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ჰოლანდიაში მე-9 ნომრად არის განთესილი, მისი პირველი მეტოქე სამხრეთკორეელი ჰიონ ჩონი (52) იყო, ბასილაშვილმა სამ სეტში იმარჯვა - 4:6, 7:6 (7:1), 6:2. 

მატჩი 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. არადა, თავიდან, თითქოს, ბასილაშვილი იოლად იგებდა, მან 4:1-დან 'მოახერხა' სეტის წაგება. ბასილაშვილმა პირველ სეტში 33 უნებლიე შეცდომა დაუშვა (კორეელს მთელ თამაშში არ დაუშვია ამდენი)!

მეორე სეტიც ცუდად დაიწყო - ნიკამ თავისი მოწოდება დათმო, თუმცა მალევე შეძლო ბრეიქის დაბრუნება. 4:3-ზე ბასილაშვილმა კორეელის კიდევ ერთი მოწოდება მოიგო, მაგრამ, როცა სეტზე უნდა ჩამოეწოდებინა, საკუთარი მოწოდება დაძაბულ ბრძოლაში დათმო. ყველაფერი ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნიკა შესამჩნევად სჯობდა ჩონს - 7:1. 

მესამე სეტში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა - კორეელმა მხოლოდ ორი გეიმის მოგება შეძლო. ბასილაშვილი მეორე ეტაპზეა, სადაც მისი მეტოქე ან მარტინ კლიჟანი (სლოვენია) იქნება, ან მარტონ ფუჩევიჩი (უნგრეთი). 

შეგახსენებთ, რომ როტერდამის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 მილიონ ევროზე მეტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები