Thumbnail

იური კუშნარევი: 'რუსეთის მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუსეთის ნაკრების მთავარი მექულეს გამარჯვების იმედი აქვს
  • კუშნარევი საქართველოს პირველი სარაგბო ეშელონის ქვეყნად მიიჩნევს

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა, იური კუშნარევმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ რუსეთის ნაკრების შანსებზე ისაუბრა. კუშნარევს იმედი აქვს, რომ რუსეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას შეძლებს. იურიმ ნაკრების მიერ ნოემბერში ჩატარებული ტესტ-მატჩები შეაფასა და მსოფლიოს თასისთვის მზადებაზე გაამხვილა ყურადღება.

იური კუშნარევი: 'შემოდგომაზე კარგი ტესტ-მატჩები ჩავატარეთ. 9 თვეში მსოფლიოს თასზე კარგად უნდა ვითამაშოთ. ჩვენი მთავარი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა. ჩვენ ძლიერ გუნდებთან გვიწევს დაპირისპირება და სამწვრთნელო შტაბის მთავარი მიზანი პირველი ადგილზე გასვლაა.'

რუსეთის მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან 14:16 დამარცხდა და ბონუს ქულა აიღო. რუსები საქართველოს ნაკრებს 17 მარტს, საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები