Thumbnail

ხელბურთი: ხელიდან გაშვებული მოგება და ჯგუფში მე-3 ადგილი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
  • საქართველო 23:23 ისრაელი.
  • ქართველმა ხელბურთელებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი ისრაელთან გამართა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ, 23:23 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 4-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.

დონე ბოშკოვსკის გუნდმა ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ლიტვასთან მარცხის შემდეგ დაკარგა, იქამდე კი ქართველმა ხელბურთელებმა ლატვიასთან წააგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ფავორიტ მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

რაც შეეხება ისრაელთან დაპირისპირებას, ქართველ ხელბურთელებს ნამდვილად შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, საქართველოს ნაკრები 4 ბურთის სხვაობით იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. აღსანიშნვია, რომ ბოლო გოლი ისრაელის ნაკრებმა შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ხელიდან გაშვებული მოგება ისრაელთან და ბოლო წუთებზე წაგებული მატჩები ლიტვა-ლატვიასთან - ასეთია საქართველოს ნაკრების მონაგარი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

კომენტარები

ბოლო ამბები