Thumbnail

მოურინიო რუსეთში დაასაქმეს - ჩემპიონთა ლიგა ჟოზესთან ერთად

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჟოზე მოურინიომ ახალი სამსახური იშოვა
  • პორტუგალიელი რუსეთში, ტელეკომპანია RT-ზე იმუშავებს

ჟოზე მოურინიო ამას წინათ რუსეთში იმყოფებოდა, სადაც ჰოკეის მატჩს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და წითელ ხალიჩაზე წაიქცა. როგორც მოსალოდნელი იყო, პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც ახლა უმუშევარია, რუსეთში მხოლოდ ომსკის ავანგარდისა და სანკტ პეტერბურგის სკა-ს მატჩის სანახავად არ ყოფილა.

პორტუგალიელი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, RT-ს ექსპერტად იმუშავებს. მას საკუთარი TV-შოუ ექნება, რაც RT-ში ოფიციალურად დაადასტურეს. ‘ჟოზე მოურინიოს მხედველობის არეალში’ - გადაცემა ასეთი სახელწოდებით ეთერში პირველად 7 მარტს გავა, რომელშიც 56 წლის პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გააანალიზებს. გადაცემაში ჟოზე ასევე სხვადასხვა აქტუალურ საფეხბურთო თემებზეც ისაუბრებს. მან Russia Today-სთან კონტრაქტი პირველ ივნისამდე გააფორმა.

წაიკითხეწარსულში დარჩენილი ფეხბურთი - ჟოზე მოურინიოს რეგრესი

შეგახსენებთ, რომ მოურინიო რუსეთში ტელე-ექსპერტად ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის დროსაც მუშაობდა. მანჩესტერ იუნაიტედიდან ის დეკემბერში გაათავისუფლეს და მას მერე უმუშევარია. ინგლისურ გრანდში ის ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეცვალა, რომლის ხელშიც იუნაიტედმა 11 მატჩიდან 10 მოიგო და ჯერაც დაუმარცხებელია. მანკუნიანელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ-ჟერმენს ხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები