Thumbnail

ქართველი ცენტრი MRI-ის მოლოდინში - გოგა ბითაძე პარტიზანთან დაშავდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პარტიზანი 76:67 ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძემ კოჭი დაიშავა
ბითაძემ კოჭი დაიშავა

ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ჩემპიონი ბუდუჩნოსტი ბელგრადის პარტიზანთან 67:76 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში გოგა ბითაძემ მხოლოდ 03:22 წუთი ითამაშა (2 ქულა და 2 მოხსნა), რისი მიზეზიც კოჭის ტრავმაა. გოგამ ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 

ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ცენტრია - ის 19.21 მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიგაში მესამეა. ის საშუალოდ 15.7 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.1 ბლოკს აკეთებს. 

19 წლის ქართველ ცენტრს MRI სკანირება ჩაუტარდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია ტრავმა.  

კომენტარები

ბოლო ამბები