Thumbnail

ჩელსი სარის ამას არ აპატიებს - მაურიციოს სავარაუდო შემცვლელი ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მედიის ცნობით, რომ ჩელსი მაურიციო სარის თანამდებობიდან გაშვებას განიხილავს
  • გუნდი სეზონის ბოლომდე შესაძლოა სარის თანაშემწეს, ჯანფრანკო ძოლას ჩააბარონ 
  • ამ შემთხვევაში ჯანფრანკო ლონდონელთა მეშვიდე იტალიელი თავკაცი გახდება

მაურიციო სარის გაწვრთნილი ლონდონის ჩელსი პრემიერლიგის ბოლო ტურში მანჩესტერ სიტისთან ანგარიშით 0:6 განადგურდა. მედიაში უკვე იწერება იმის შესახებ, რომ ჩელსის მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბში სეზონის წინ ნაპოლიდან მისულ იტალიელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითებს.

Football Italia-ს ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მაურიციო სარის გაშვების ვარიანტებს განიხილავს. ასეთ შემთხვევაში ერთ იტალიელს მეორე შეცვლის - 60 წლის მაურიციო სარის ადგილს მისივე თანაშემწრე, 52 წლის ჯანფრანკო ძოლა დაიკავებს. იუწყებიან, რომ იტალიის ნაკრებისა და ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი გუნდს სეზონის ბოლომდე, დროებით უხელმძღვანელებს.

მაურიციო სარი მეექვსე იტალიელი მწვრთნელია, რომელსაც ჩელსი ჩააბარეს

სიტისთან მარცხი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდია 1991 წლის აპრილის შემდეგ. მაშინ ლოდნონელებმა ანგარიშით 0:7 ნოტინგემ ფორესტთან წააგეს. მანჩესტერული მატჩის შემდეგ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობაზე თავად სარიმაც ილაპარაკა:

‘ჩემი მომავალი? ამის შესახებ უმჯობესია კლუბის ხელმძღვანელობას ჰკითხოთ. მე გუნდსა და შედეგზე ვდარდობ და არა - სამუშაოს დაკარგვაზე’.

მაურიციო სარიმ ლონდონის ჩელსი თანამდებობიდან ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ ჩაიბარა. გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში გასული 26 ტურის შემდეგ 50 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

პრემიერლიგის მომდევნო ტურში ჩელსი საკუთარ მოედანზე ტოტენჰემს მიიღებს. თამაში ‘სტემფორდ ბრიჯზე’ 28 თებერვალს გაიმართება.

ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა ლონდონის ჩელსის ღირსებას 1996-2003 წლებში იცავდა და მასთან ერთად თასებს მფლობელთა თასი (1998) და უეფას სუპერთასი მოიგო (1998) მოიგო. იტალიელს მწვრთნელად ჩელსიმდე, ვესტ ჰემში, უოტფორდში, კალიარიში, ალ არაბისა და ბირმინგემში უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები