Thumbnail

საუკეთესო შედეგთან ახლოს - 'ბორჯღალოსნები' რეიტინგში დაწინაურდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს ნაკრები ერთი ადგილით დაწინაურდა
  • 1.31 ქულა იაპონიამდე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა კლუჟში 18:9 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები. ორშაბათს მსოფლიო რაგბის საიტმა ეროვნულ ნაკრებთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც 'ბორჯღალოსნებს' წინსვლა აქვთ - მილტონ ჰეიგის გუნდი მე-12 ადგილზეა.

საქართველო 73.42 ქულით რეიტინგში მე-13 იყო, რუმინელებთან თამაშის შემდეგ კი ნაკრებს 73.93 ქულა აქვს. ჩვენმა გუნდმა რეიტინგში აშშ-ს გადაუსწრო, რომელიც ახლა 73.66 ქულით მე-13 ადგილზეა. 

TOP 20-ში ამის გარდა კიდევ ერთი ცვლილებაა - ესპანეთს რუსეთის დამარცხება დაუფასდა და მე-20 ადგილზე კანადა ჩაანაცვლა, რომელსაც სენსაციურად მოუგო ბრაზილიის ნაკრებმა - 18:10. ბრაზილია ამ სენსაციური გამარჯვების შემდეგ რეიტინგში 26-ეა. ეს ბრაზილიისთვის რეკორდია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილია (2016 წელი). ახლა მე-11 ადგილზე იაპონიის ნაკრებია, რომელიც 'ბორჯღალოსნებს' 1.31 ქულით უსწრებს. 

TOP 20

1. 92.54 - ახალი ზელანდია
2. 89.92 - ირლანდია
3. 88.02 - ინგლისი
4. 87.55 - უელსი
5. 84.58 - ს. აფრიკა

6. 82.40 - ავსტრალია
7. 81.30 - შოტლანდია
8. 77.95 - ფიჯი
9. 77.05 - არგენტინა
10. 77.02 - საფრანგეთი

11. 75.24 - იაპონია
12. 73.93 - საქართველო
13. 73.66 - აშშ
14. 73.02 - ტონგა
15. 72.75 - იტალია

16. 68.78 - სამოა
17. 67.13 - ურუგვაი
18. 64.95 - რუმინეთი
19. 64.21 - რუსეთი
20. 63.23 - ესპანეთი 

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები