Thumbnail

აბჟანდაძე საფრანგეთში მიდის - ქართველს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თედო აბჟანდაძე ბრივის რიგებში ითამაშებს 
  • ქართველმა მორაგბემ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, თედო აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი მორაგბე PRO D2-ში მოთამაშე ბრივში გადავა და კლუბში სამი წლით დარჩება.

აბჟანდაძეს ძირითად კლუბში 5 ქართველი მორაგბე დახვდება: კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა, ვასილ ლობჟანიძე და ოთარ გიორგაძე. ბრივის ოფიციალური ვებ-გვერდი ქართველი მორაგბის წარმატებებს იხსენებს 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზე და აღნიშნავს, რომ აბჟანდაძემ ნოემბრის ტესტებზე თავი კარგად წარმოაჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები