Thumbnail

ფეხბურთის სტადიონები, სადაც სტუმარ გუნდებს თამაში ეშინიათ...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 5 მოედანი, სადაც ჩასვლა არავის უხარია
  • ნეაპოლი, ბუენოს აირესი, ისტანბული და ა.შ.

არსებობს ფეხბურთის სტადიონები, სადაც სტუმარი გუნდები ადგილობრივებს დიდად არ უყვართ. არსებობს ფეხბურთის სტადიონები, რომლებიც ისეთ კლიმატურ სარტყელში ააშენეს, სადაც თამაში შეუძლეელია... მსოფლიოში ყველა სტადიონს თავისი ატმოსფერო და ხასიათი აქვს, ქვევით შეგვიძლია რამდენიმეს გადავხედოთ...

1. ლა ბომბონერა (ბუენოს აირესი)

ვერტიკალური ტრიბუნები ბოკა ხუნიორსის სახლს სხვა სტადიონებისგან განასხვავებს. "ფანების თავზე გაზიან" იხსენებდა რივერ პლეიტის აღზრდილი ერნან კრესპო, რომელსაც როგორც ჩანს ბომბონერაზე თამაში დიდად არ უყვარდა.

"მახსოვს, 18 წლის ვიყავი როდესაც პირველად ლა ბომბონერას მინდორზე გავედი, ფანების შეძახილებისგან ფეხები მიკანკალებდა" იხსენებდა კრესპო. ბომბონერა მაღალ ხმაზე ზანზარებს, თუმცა როგორც არქიტექტორები ამბობენ, ეს სტადიონის ცუდი დიზაინის ბრალია.

2. რაიკო მიტიჩი, იგივე მარაკანა (ბელგრადი)

სანამ ცრვენა ზვეზდას მოედანზე გახვალთ, მანამდე გრძელი, უცნაური ტუნელი უნდა გიაროთ. რაიკო მიტიჩის ატმოსფერო, ბოლოს თავის თავზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლივერპულმა განიცადა, სადაც იურგენ კლოპის გუნდი - 2:0 დამარცხდა.

'მარაკანა' 1963 წელს გაიხსნა, მას შემდეგ რეკონსტრუქცია ერთხელ - 2017 წელს ჩაუტარდა. დღევანდელი მონაცემებით სერბეთის ნაკრების და ცრვენა ზვეზდას სტადიონი - 55,538 მაყურებელს იტევს.

3. ერნანდო სილესი (ლა პასი)

ბოლივიის ნაკრების სტადიონზე ვერც საშინელ ტუნელს შეხვდებით, ვერც ვერტიკალურ ტრიბუნებს, ვერც ხმაურიან ფანებს. აქ სტუმარი გუნდის მთავარი 'მტერი' ბუნებრივი პირობებია - ლა პასი ზღვის დონიდან 3,633 მეტრზე მდებარეობს (შედარებისთვის, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება სოფელი უშგული, ზღვის დონიდან - 2,200 მეტრზე მდებარეობს.)

ლა პასში ჩასულ ნაკრებსა თუ კლუბს, 1-2 დღეში აკლიმატიზაციის გავლა უჭირს და 3,633 მეტრზე 90 წუთი ინტენიური დატვირთვა ფეხბურთელებისთვის ჯოჯოხეთი ხდება. ფიფამ ერთი პერიოდი 2,500 მეტრზე ზევით თამაში აკრძალა, თუმცა ბოლოვიის პრეზიდენტის ევო მორალესის თქმით ეს ბოლივიელების დისკრიმინაცია გახლდათ, პროტესტის შემდეგ ფიფამ წესი გააუქმა და ლა პასში მატჩები დღსაც ტარდება.

4. ტურკ ტელეკომ არენა (სტამბოლი)

"მობრძანდით ჯოჯოეთში" ამ წარწერას ხშირად შეხვდებით გალათასარაის საშნაო მატჩებზე. გუნდის ძველი სტადიონი ალი სამი იენი ერთ-ერთი ყველაზე საშიში საფეხბურთო ადგილი გახლდათ. "გალათასარაისთან გასვლაზე მატჩის ნაირი არაფერი განმიცდია" იხსენებდა რაიან გიგსი...

ძველი სტადიონი დაშალეს, თუმცა ატმოსფერომ და წითელ-ყვითელმა ფანების ზღვამ ახალზე გადმოინაცვლა. ბოლო ფენებახჩესთან დერბიში, 3 ფეხბურთელი გააძევეს და მატჩი დიდი ჩხუბით დასრულდა.

5. სან პაოლო (ნეაპოლი)

იტალია მოედანზე და მის გარეთ საფეხბურთო ხულიგანიზმის ერთ-ერთი მექაა. ინდუსტრიულ, მუშა კლასის ნეაპოლის სტადიო სან პაოლო კი ამ კულტურის ერთ-ერთ 'ღირსშესანიშნეობაა'. ნაპოლისთან გასვლაზე თამაში ყველა გუნდისთვის რთული საქმეა.

ვულკანურ კლდეზე ნაშენებ სტადიონს, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტისმა შარშან 'ტუალეტი' უწოდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ნაპოლი ან მალე ახალი სახლის ძიებაში იქნება, ან სან პაოლოს რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები