Thumbnail

როტერდამის ტურნირი | ბასილაშვილი 22 წლის სამხრეთკორეელით იწყებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი ჩოგბურთელი როტერდამის ტურნირში მე-9 ნომრადაა განთესილი
  • პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე სამხრეთკორეელი ჩონ ჰიონია

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა, როტერდამის პრესტიჟულ (ნიდერლანდები) ტურნირში ჩაებმება. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის 500-იან ტურნირში, ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის ადგილი დაიკავა, რომელიც შეჯიბრიდან ავადმყოფობის გამო მოიხსნა და მეცხრე ნომრადაა განთესილი. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ჩონ ჰიონს დაუპირისპირდება. 22 წლის სამხრეთკორეელი ამჟამად მსოფლიოს 52-ე ჩოგანია. ბასილაშვილს მასთან აქამდე არასდროს უთამაშია, შეხვედრა კი როტერდამის კორტზე კი თბილისის დროით 12 თებერვალს, შუა ღამისას დაიწყება.

გამარჯვებული მეორე წრეში მარტინ კლიჟანისა (სლოვაკეთი) და მარტონ ფუჩევიჩის (უნგრეთი) წყვილში მოგებულს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილს 1/4-ფინალში სავარაუდო მეტოქედ იაპონელი კეი ნიშიკორი (7) ეყოლება.  

როტერდამის ტურნირის (11-17 თებერვალი) საპრიზო ფონდი 2 098 480 მილიონი ევროა. ბასილაშვილს ამ ტურნირის ძირითად ბადეში აქამდე არასდროს უთამაშია.

2019 წელს ბასილაშვილი მეოთხე ტურნირში გამოდის. დოჰას ტურნირში ის ¼-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა (1-2), შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც 1/16-ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო (1-3). ბოლოს კი სოფიის ღია პირველობას პირველსავე წრეში, გერმანელ დანიელ ბრანდსთან მარცხით (0-2)  გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები