Thumbnail

ფერგიუსონის შემდეგ პირველად! იუნაიტედის მწვრთნელი თვის საუკეთესოდ დაასახლეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სოლსკიაერი თვის საუკეთესოდ დაასახელეს
  • ნორვეგიელი გუნდში მოსვლის დღიდან - 11 მატჩია დაუმარცხებელია...

6 წელი და 3 თვე -  ზუსტად ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი, პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. თუმცა ფერგიუსონის წასვლის შემდეგ დამკივდრებული ეს უსიამოვნო 'ტრადიცია' ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაასრულა.

ნორვეგიელი 2019 წლის იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერი გუნდში მოსვლის დღიდან, 11 მატჩია დაუმარცხებელია - 10 მოგება, 1 ფრე! თუმცა ოლეს წინ რთული პერიოდი ელის - პარი სენ ჟერმენთან (სახლი - ჩემპიონთა ლიგა), ჩელსისთან (გასვლა - ასოციაციის თასი) და ლივერპულთან (სახლი - პრემიერლიგა) მატჩები ზედიზედ...

სოლსკიაერი სამწვრთნელო შტაბთან ერთად

იუნაიტედის ვეტერანის ხელში, გამოცოცხლდნენ გუნდის ლიდერები - მარკუს რაშფორდი და პოლ პოგბა. ინგლისელ ათიანს 10 მატჩში, 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო პოგბამ წელს პრემიერლიგაში გატანილი 11 გოლიდან, 7 სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ გაიტანა.

თუ კლუბმა ფორმის შენარჩუნება შეძლო და ოთხეულში ადგილი გაიმყარა, დიდი ალბათობით ხელმძღვანელობას ახალი მწვრთნელის ძებნა აღარ მოუწევს და ნორვეგიელს ხანგრძლივ კონტრაქტს გაუფორმებენ. მიმდინარე ხელშეკრულებით, სოლსკიაერი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები