Thumbnail

ქაოსი ჩელსიში - სარიმ პეპს ხელი არ ჩამოართვა, ფანებმა რიუდიგერს აგინეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩელსიმ ბოლო ორ კვირაში მეორედ წააგო დიდი ანგარიშით
  • დადგება მაურიციო სარის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში?

ასეთი მანჩესტერ სიტი ყველასთვის ძალიან საშიშია - არა მარტო ჩელსისთვის, არამედ ლივერპულისთვისაც! ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ლონდონურ კლუბს ისტორიული მარცხი აგემა - ჩელსიმ პრემიერლიგის ისტორიაში თამაშში 6 გოლი პირველად გაუშვა!

კუნ აგუერომ ჩელსისთან ჰეთთრიკი შეასრულა

მაურიციო სარის გუნდიდან განსაკუთრებით ცუდად გერმანელმა მცველმა, ანტონიო რიუდიგერმა ითამაშა. შესაბამისი იყო ჩელსის ფანების რეაქციაც - მატჩის დასრულების შემდეგ ისინი რიუდიგერს დაუპირისპირდნენ. გერმანელი ფანებთან მივიდა და ერთ-ერთს მაისური უსახსოვრა, ტრიბუნიდან კი სალანძღავი სიტყვების მოსმენა მოუხდა. ‘მირორის’ ინფორმაციით, რიუდიგერსა და განრისხებულ ფანებს შორის სამართალდამცავები ჩადგნენ. გულშემატკივრები ფეხბურთელს აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.

‘აქ იმისთვის მოვედი, რომ თქვენთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა. თუ რამე გაქვს სათქმელი, მითხარი!’ - ციტირებს რიუდიგერის სიტყვებს ‘მირორი’. 25 წლის რიუდიგერი ფანებს ერთ წუთზე დიდხანს ელაპარაკებოდა.

ანტონიო რიუდიგერის დისკუსია ფანებთან

რაც შეეხება სარის - საფინალო სასტვენის შემდეგ, იტალიელი პირდაპირ გასახდელისკენ წავიდა. მან გვარდიოლას ხელი არ ჩამოართვა! პეპი მაშინვე სარისკენ გაემართა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მას ზედაც არ შეხედა. გვარდიოლამ სიტუაციის გარკვევა სცადა - როგორც ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, ის სარის ასისტენტ ჯანფრანკო ძოლას ელაპარაკებოდა. ამ უკანასკნელს უთქვამს, სარიმ ვერ დაგინახაო.

'რა უნდა ვთქვა? დღეს ჩემს გუნდს ფეხბურთი არ უთამაშია!' - მაურიციო სარი

ჩელსის მწვრთნელი სიტისთან განადგურებით უკიდურესად გაბრაზებული რომ იყო, ეს მისი მატჩისშემდგომი კომენტარიდანაც ჩანს: ‘ამ წუთას არ მაღელვებს ჩემი მომავალი! თუ დამიჯერებთ, კლუბის მომავალზე უფრო ვნერვიულობ. თუ ვინმეს აინტერესებს, გავაგრძელებ თუ არა მუშაობას ჩელსიში, ამ კითხვით მე არ უნდა მომმართოს. ამ შეკითხვის ადრესატი სხვა გახლავთ. მატჩზე რა უნდა ვთქვა? დღეს ჩემს გუნდს ფეხბურთი არ უთამაშია!’

სარიმ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა რთულ სიტუაციაშია. ჩელსიმ ბოლო ორ კვირაში უკვე მეორედ წააგო დიდი ანგარიშით (მანამდე ბორნმუთთან 0:4).

Frosty moment

FROSTY! Maurizio Sarri wasn’t for shaking Pep Guardiola’s hand after that defeat 😬😬

Posted by Soccer AM on კვირა, 10 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები