Thumbnail

ინგლისი 6 ერს ლიდერობს - ჩემპიონობისთვის უელსიც იბრძვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოტლანდია 13:22 ირლანდია
  • იტალია 15:26 უელსი
  • ინგლისი 44:8 საფრანგეთი

6 ერის მეორე ტური შოტლანდიისა და ირლანდიის მატჩით გაიხსნა. სტუმრებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 22:13 მოუგეს. ირლანდიამ შოტლანდიას 3 ლელო დაუდო. შოტლანდიელებმა კი მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პიტერ ო'მაჰონი გახდა.

ირლანდიას 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. შოტლანდიელები 'სამყურებს' ერთი ქულით უსწრებენ და მე-3 ადგილზე არიან.

ირლანდია: ლელოები - მარი, სტოკდეილი, ერლსი. გარდასახვები - მარი, ქარბერი. ჯარიმები - ქარბერი.

შოტლანდია: ლელოები - ჯონსონი. გარდასხვა - ლეიდლოუ. ჯარიმები - ლეიდლოუს 2 ჯარიმა.

მატჩის მიმოხილვა 📺

მეორე ტურის მე-2 მატჩში უელსმა იტალიას 11 ქულით მოუგო - 26:15. ორივე ნაკრებმა ორ-ორი ლელოს დადება შეძლო, მაგრამ უელსელებმა 'აძურას' ერთი გარდასახვისა და 3 ჯარიმის ხარჯზე აჯობა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯოშ ნევიდი დაასახელეს. უელსს ორ მატჩში ორი მოგება აქვს და ამ დროისთვის მე-2 ადგილზეა. ისინი პირველ ადგილზე მყოფ ინგლისს 2 ქულით ჩამორჩებიან.

უელსი: ლელო - ადამსი, უოტკინი. გარდასახვა - ბიგარი, ენსკომბი. ჯარიმა - ბიგარმა 4 ჯარიმა გაიტანა.

იტალია: ლელო - სტეინი, პადოვანი. გარდასახვა - ალანი. ჯარიმა - ალანი.

მატჩის მიმოხილვა 📺

6 ერის მე-2 ტური ინგლისისა და საფრანგეთის მატჩით დასრულდა. მასპინძლებმა ფრანგებს 6 ლელო დაუდეს და ბონუს ქულა მოიპოვეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯონი მეი გახდა, რომელმაც მატჩში 3 ლელოს დადება შეძლო. ინგლისს 10 ქულა აქვს და 6 ერს ერთპიროვნულად ლიდერობს.

მომდევნო ტურში საფრანგეთი შოტლანდიას უმასპინძლებს. იტალიას ირლანდია ესტუმრება და უელსი ინგლისს მიიღებს.

6 ერის ცხრილი

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები