Thumbnail

პაკეტას სადებიუტო გოლი მილანში! პიონტეკმა კალიარისაც გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი 3:0 კალიარი
  • 1:0 ჩეპიტელის ავტოგოლი (13), 2:0 პაკეტა (22), 3:0 პიონტეკი (62)

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ბოლო მატჩში მილანმა კალიარის 3:0 მოუგო და ჩემპიონატის ოთხეულში ადგილი დაიბრუნა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, სუსოს დარტყმა კრანიომ მოიგერია, ბურთი ჩეპიტელის მოხვდა და კალიარის კარში აღმოჩნდა - 1:0.

დონარუმამ სერია A-ში 150-ე მატჩი ჩაატარა

მეორე გოლი ბრაზილიელმა ლუკას პაკეტამ გაიტანა, რომელმაც მილანის მაისურით პირველად გამოიჩინა თავი.კალაბრიას ჩაწოდების შემდეგ პაკეტამ ბურთი კალიარის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა - 2:0. ბრაზილიელმა გოლი ფლამენგოს ბაზაზე ხანძრის დროს გარდაცვლილ ბავშვებს მიუძღვნა.

მე-3 გოლი კშიშტოფ პიონტეკმა გაიტანა. პოლონელს მილანში უკვე 4 გოლი დაუგროვდა. 'როსონერის' 39 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. მილანი მომდევნო მატჩს სტუმრად ბერგამოს ატალანტასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები