Thumbnail

გოლი წლის პირველ მატჩში! საბა ლობჟანიძემ ოლბორგს გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოლბორგი 0:3 რანდერსი
  • საბა ლობჟანიძის მე-5 გოლი დანიის სუპერლიგაში

დანიის სუპერლიგის 21-ე ტურში რანდერსმა ოლბორგს სტუმრად 3:0 მოუგო. სტუმართა მეორე გოლი ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა, რომელმაც სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეხუთედ გამოიჩინა თავი.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის 65-ე წუთზე შეძლო მეტოქის კარის აღება. რანდერსმა ჩემპიონატში მე-8 მატჩი მოიგო და 31 ქულით მე-4 ადგილზეა. ლობჟანიძის გუნდის მომდევნო მეტოქე გათამაშების ლიდერი კოპენჰაგენი იქნება, რომელმაც ამ ტურში ოდენსეს 6:1 მოუგო.

საბას თანაგუნდელმა 21 წლის მიკელ კალესოემ დუბლი შეასრულა. კალესოეს მეორე გოლი განასაკუთრებით ლამაზი გამოუვიდა.

საბა ლობჟანიძის გოლი ოლბორგთან 📺

View this post on Instagram

@sabalobjanidze23 Goal VS #aalborg #randers

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

მიკელ კალესოეს ბრწყინვალე გოლი ოლბორგთან 📺

View this post on Instagram

Mikkel Kallesoe's Amazing Goal VS #aalborg #randers

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

კომენტარები

ბოლო ამბები