Thumbnail

6:0! სიტის განაცხადი ჩემპიონობაზე, ჩელსი მანჩესტერში განადგურდა...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სიტი 6:0 ჩელსი
  • 1:0 (4), 2:0 აგუერო, 3:0 აგუერო (19), 4:0 გიუნდოგანი, (25), 5:0 აგუერო (56/პენ), 6:0 სტერლინგი

პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში, პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ ეტიჰად სტედიუმზე ცუდ ფორმაში მყოფ ჩელსის უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

მატჩი რაჰიმ სტერლინგის სწრაფი გოლით დაიწყო და მანჩესტერელების სრული ტრიუმფით დასრულდა. არგენტინელმა კუნ აგუერომ კი ალან შირერის რეკორდი გაიმეორეა, რაც ლიგაში გატანილ 11 ჰეთ-თრიკს გულისხმობს.

სერხიო აგუერო ამ ჰეთ-თრიკით ასევე გახდა მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელი ლიგის ისტორიაში, ვინც ამის გაკეთება ზედიზედ მეორე სახლის მატჩში შეძლო. ბოლოს კი ეს დიდი დროგბამ 2010 წელს გააკეთა...

ამ გამარჯვებით სიტიმ პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მანჩესტერელებს ლივერპულზე ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. შემდეგ შეხვედრას სიტი სახლში ვესტ ჰემთან ჩაატარებს, ხოლო მერსისადიელებს ოლდ ტრაფორდზე სუპერ ფორმაში მყოფ იუნაიტედთან მოწევთ დაპირისპირება...

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ სიტი 1965 წლის ტოტენჰემ ჰოთსპურის შემდეგ გახდა პირველი გუნდი ინგლისში, რომელმაც ზედიზედ 15 სახლის მატჩში 2 და მეტი გოლი გაიტანა...

⚽ ჩელსიმ გასვლით მატჩში 4 და მეტი გოლი 1990 წლის შემდეგ პირველად გაუშვა...

⚽ სერხიო აგუერო პრემიერლიგის ისტორიაში გახდა მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც 1 კლუბის მაისურით 200 და მეტი გოლი გაიტანა...

⚽ აგუეროს 2019 წელს ლიგაში 6 გოლი აქვს გატანილი, ორით მეტი ვიდრე სხვა დანარჩენებს...

⚽ რაჰიმ სტერლინგმა ჩელსისთან გამართულ 11 მატჩში, ლონდონელებს პირველად გაუტანა (დუბლი)...

კომენტარები

ბოლო ამბები