Thumbnail

პარიზის გრანდ სლემი | ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვების ქულა ვაზარით აიღო
  • ვარლამ ლიპარტელიანმა მესამედ მოიგო პარიზის გრანდ სლემი

ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს 3 მედალი მოიპოვეს. ლაშა შავდათუაშვილმა და თეიმურაზ ნოზაძემ ბრინჯაოს მედლები აიღეს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლი.

მეორე დღეს მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა მიაღწია ფინალამდე და ოქროს მედალიც მოიპოვა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში -100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა. ორთაბრძოლა ლიპარტელიანის უპირატესობით წარიმართა და როდესაც პაექრობის ძირითადი დროის დასრულებამდე წამები რჩებოდა, ქართველმა ვაზარით გადამწყვეტი ქულა აიღო. ამრიგად, ვარლამმა ოქროს მედალი მოიპოვა და მესამედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული.

ფინალამდე ვარლამ ლიპარტელიანმა ბრწყინვალედ იარა: პირველ ორთაბრძოლაში ტაილანდელი პიონგ ვეი დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ დიჩიევს მოუგო. ამას მასპინძელი ალექსანდრ იდირის დამარცხება მოჰყვა, ნახევარფინალში კი ლიპარტელიანმა იაპონელ გუამ ჩოს სძლია. 

სამწუხაროდ, სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა ვერ მიაღწიეს წარმატებას. -81 კგ. წონით კატეგორიაში კობა მჭედლიშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. მძიმე წონაში მოასპარეზე ორივე ქართველმა მეორე ეტაპზე წააგო: ონისე ბუღაძემ იაპონელ კაგეურასთან წააგო, ხოლო გიორგი ზაქარიაძე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან. -100 წონაში მოასპარეზე ლაშა ტაველური მეორე ეტაპზე იმ აარონ ვოლფთან დამარცხდა, რომელიც ფინალში ლიპარტელიანს შეხვდა.

კაპიტანი დაბრუნდა! ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი მოიგო

ვარლამ ლიპარტელიანმა აარონ ვოლფს მოუგო და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს დაეუფლა

Posted by Silk Sport on კვირა, 10 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები