Thumbnail

ხალხის ჩემპიონი - ტაისონ ფიურიმ 7 მილიონი უსახლკაროებს გადაურიცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტაისონ ფიური უსახლკაროებს დაეხმარა
  • 7 მილიონი ბრიტანეთში ნარკოდამოკიდებულთათვის სახლების აშენებას მოხმარდება...

ბრიტანელმა მოკრივემ - ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერთან ბრძოლისთვის აღებული 7 მილიონი ფუნტი მთლიანად უსახლკაროთა ფონდში გადარიცხა.

დეკემბერში მიღებული საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ, ფიური - უაილდერის ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა ბევრი თვლიდა, რომ ბრიტანელმა ის მატჩი სუფთად მოიგო.

ფიური 2 წელი რინგს იყო ჩამოშორებული, კოკაინზე დამოკიდებულება, დისკვალიფიკაცია და დეპრესია - ამ რთული პერიოდების შემდეგ ის რინგზე დაბრუნდა და WBC ჩემპიონს, მსოფლიოს N2 მძიმეწონოსანს ბრძოლა თითქმის მოუგო.

"წარსულში ქველმოქმედებაში ფული არასოდეს დამიხარჯავს, ახლა მინდა, რომ ჩემი მონაპოვარი სხვებსაც გავუზიარო. თუმცა არ მინდა, რომ ამის გამო ვინმემ შემაქოს და ეს საქციელი ჩემი იმიჯის განმსაზღვრელი გახდეს." ფიური - უაილდერის რემატჩი, როგორც ცნობილი გახდა ზაფხულში შედგება...

კომენტარები

ბოლო ამბები