Thumbnail

თავისუფალი ჭიდაობა | 9-დან 9 ჩემპიონი ბულგარეთის ტურნირზე!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართული გუნდის ტრიუმფი ბულგარეთში გამართულ ტურნირზე
  • ქართველმა მოჭიდავეებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

10 თებერვალს, ბულგარულ ბლაგოევგრადში პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ოთარ თუშიშვილის და აკაკი კუნჭულიას გუნდმა 100%-იანი შედეგი აჩვენა და 9 ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა.

გამარჯვებულები რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ), ივერი ჯულაყიძე (70 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ), ბექა ჭელიძე (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) გახდნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების გარდა, მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, იაპონიის და მასპინძელი ბულგარეთის გუნდებმა მიიღეს.

ფოტო: ჭიდაობის ფედერაციის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები