Thumbnail

'ემილიანო სალას დაღუპვას დასცინოდნენ' - გუშინ საუთჰემპტონის 2 ფანი დააკავეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • საუთჰემპტონის ფანების საშინელი საქციელი
  • კლუბი ინციდენტს ემიჯნება და პოლიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

საუთჰემპტონის პოლიციამ, შაბათ საღამოს ადგილობრივი კლუბის ორი გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც კარდიფთან საშინაო მატჩისას ემილიანო სალას ტრაგიკულად დაღუპვას, თვითმფრინავის ჩამოვარდნის განსახიერებით დასცინოდნენ.

საუთჰემპტონში აცხადებენ, რომ პოლიციამ ორი გულშემატკივარის იდენტობა სწრაფად დაადგინა "ასეთ საქციელს ჩვენ ტრიბუნაზე ადგილი არ აქვს და სენტ მერიზე მსგავსი სახის ქმედებები ყოველთვის უმკაცრესად დაისჯება."

ასევე, ხმაურით დასრულდა გუშინ უოტფორდის და ევერტონის მატჩი, სადაც ვიკერეიჯ როუდის გარე ტერიტორიაზე გულშემატკივრების ჩხუბის შედეგად, უოტფორდის პოლიციამ ორი გულშემატკივარი დააკავა.

ევერტონის ფანები სკანდალში მილუოლთან ასოციაციის თასზე მატჩისასაც გაეხვნენ - 27 წლის მილუოლის ფანი, რომელმაც ევერტონის ერთ-ერთ სტუმარ გულშემატკივარს სახეზე სამუდამო შრამი დაუტოვა, ლონდონში გუშინ დააკავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები