Thumbnail

ბეჟანიშვილის 35! ქართველმა უნივერსიტეტის რეკორდი დაამყარა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისი 99:94 რატჯერსი
  • გიორგი ბეჟანიშვილი 36 წუთი - 35 ქულა

NCAA-ს Big 10 კონფერენციაში გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა რატჯერსს ოვერტაიმში 99:94 მოუგო. ქართველმა ფორვარდმა ბრწყინვალედ ითამაშა - მან 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ბეჟანიშვილმა 35 ქულა მოაგროვა, რაც ილინოისის უნივერსიტეტის ფრეშმენთა (პირველკურსელი) შორის რეკორდი მოხსნა. აქამდე რეკორდი დეონ ტომასს ეკუთვნოდა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა ჩაუგდო ვისკონსინს. 

ბეჟანიშვილის ანგარიშზე 7 მოხსნა, და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარებაა. ბუნებრივია, ეს 35 ქულა ბეჟანიშვილის კარიერის რეკორდია. ასევე ქართველი კალათბურთელისთვის რეკორდული მაჩვენებელია NCAA-ში. 

ილინოისმა სეზონში ზედიზედ მესამედ მოიგო (5-8 კონფერენციაში). ილინოისი 14 თებერვალს ოჰაიო სტეიტს ესტუმრება. 

გიორგი ბეჟანიშვილი

გიორგი ბეჟანიშვილი ძმასთან, დავითთან ერთად

გიორგი ბეჟანიშვილი

გიორგი ბეჟანიშვილი

ბეჟანიშვილის ციფრები

გიორგი ბეჟანიშვილი

🏀 გიორგი ბეჟანიშვილმა დეონ ტომასის 29-წლიანი რეკორდი დაამხო.

🏀 გიორგი ბეჟანიშვილი კონფერენციის მატჩებში საშუალოდ 19 ქულას აგდებს.

🏀 2016 წლის შემდეგ ილინოისის კალათბურთელს ამდენი ქულა არ ჩაუგდია. 

🏀 გიორგი ბეჟანიშვილმა 20 და მეტი ქულა უკვე მეოთხედ ჩააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები