Thumbnail
  • ბაიერნი 3:1 შალკე
  • რობერტ ლევანდოვსკის გოლს პლუს პასი

ბუნდესლიგის 21-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა გელზენკირხენის შალკეს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. 

ანგარიში მე-12 წუთზე ბრუმას ავტოგოლით გაიხსნა, ხოლო 25-ე წუთზე კუტუჩუმ გამოასწორა თანაგუნდელის შეცდომა და ანგარიში გაათანაბრა. 

2 წუთში ბაიერნი წინ გავიდა, ხამესის პასით გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. 57-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მაკრატელათი სცადა გატანა, მაგრამ პასი გამოუვიდა - სერჟ გნაბრიმ გაიტანა. 

ბაიერნი შალკესთან 17 მატჩია, რაც არ დამარცხებულა.

ბაიერნი ამ მოგებით მე-2 ადგილზე გადავიდა, 'რეკორდმაისტერს' 45 ქულა აქვს და დორტმუნდს 5 ქულით ჩამორჩება, მას მერე, რაც ლიდერმა ქულები დაკარგა ჰოფენჰაიმთან დრამატულ მატჩში. შალკე 22 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზეა. 

ბაიერნი 3:1 შალკე

გოლები: 1:0 ბრუმა (12), 1:1 კუტუჩუ (25), 2:1 ლევანდოვსკი (27), 3:1 გნაბრი (57)

ბაიერნი (4-1-2-3): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ალკანტარა - გორეტცკა, ხამესი (78. ხავი მარტინესი) - გნაბრი (57. დევისი), ლევანდოვსკი, კომანი (68. რიბერი) 

კომენტარები

ბოლო ამბები