Thumbnail

პარიზის გრანდ სლემი | ქართველებმა პირველ დღეს სამი მედალი მოიგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვაჟა მარგველაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა
  • ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაო უბრძოლველად მოიგო

ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს 3 მედალი მოიგეს. თეიმურაზ ნოზაძის ბრინჯაოს მედლის შემდეგ, საქართველოს მედლების რაოდენობას კიდევ ორი მედალი მიემატა.

ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ფინალში მოლდოველ დენის ვიერუსთან იპონით წააგო. ქართველმა ძიუდოისტმა წელი პარიზის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონობით დაიწყო.

ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი უბრძოლველად მოიგო. მას აზერბაიჯანელი მეტოქე ჰიდაიატ ჰეიდაროვი არ გამოუცხადდა. პარიზის გრანდ სლემის მეორე დღეს ტატამზე კიდევ 5 ქართველი იასპარეზებს: კობა მჭედლიშვილი (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ), ლაშა ტაველური (100კგ), ონისე ბუღაძე (+100 კგ), გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები