Thumbnail
  • ფულემი 0:3 მანჩესტერ იუნაიტედი
  • პოლ პოგბას დუბლი, მარსიალის გოლს პლუს პასი 

მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მატჩს პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ შესანიშნავ განწყობაზე ხვდება - ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სტუმრად ფულემი გაანადგურა - 3:0. 

მე-14 წუთზე პოლ პოგბამ მარცხენა მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში. 9 წუთში ანტონი მარსიალმა გამოიჩინა თავი, რომელმაც პოგბას გოლში ასისტი მიითვალა. ამჯერად, მანჩესტერელებმა კონტრშეტევაზე იხეირეს, მარსიალმა კი შესანიშნავი სოლო-რეიდი მოაწყო. 65-ე წუთზე ხუან მატას წაქცევისთვის დანიშნული პენალტით პოგბამ დუბლი შეასრულა. 

პოლ პოგბას გოლების 33% ოლე გუნარ სოლსკიაერის 9-მატჩიან პერიოდზე მოდის. 

ოლე გუნარ სოლსკიაერმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა ჯესი ლინგარდი, მარკუს რაშფორდი და ეშლი იანგი, თუმცა კლაუდიო რანიერის გუნდის დამარცხება მათ გარეშეც იოლად შეძლო. 

კლაუდიო რანიერი და ოლე გუნარ სოლსკიაერი

ამ მოგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი 51 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონაშია, ყოველ შემთხვევაში, მანამდე სანამ ჩელსი თავის მატჩს ითამაშებს. იუნაიტედი მე-4 ადგილზე პირველადაა ამ სეზონში. რაც შეეხება ფულემს, რანიერის გუნდი 17 ქულით ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა. 

ფულემი 0:3 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 პოგბა (14), 0:3 მარსიალი (23), 0:3 პოგბა (65-პენ)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - დალოტი, სმოლინგი, ჯონსი, შოუ - ანდერ ერერა (85. ბაილი), მატიჩი, პოგბა (74. მაკტომინეი) - მატა, ლუკაკუ, მარსიალი (70. ა. სანჩესი) 

კომენტარები

ბოლო ამბები