Thumbnail
  • ვაჟა მარგველაშვილი ბრწყინვალე იპონით ფინალშია
  • თემურ ნოზაძე და ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ

პარიზის ძიუდოს გრანდ სლემზე ფინალური ბლოკის შეხვედრები 20:00-საათზე დაიწყება. ქართველები სამივე წონით კატეგორიაში მედლებისთვის იჭიდავებენ. თემურ ნოზაძე (60კგ) ნახევარფინალში იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ებრაელ ბენ დავიდს შეხვდება.

ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იქნება. ვაჟამ ნახევარფინალში ებრაეულ ბარუხ შმაილოვს ულამაზესი იპონით მოუგო და ასე მოიპოვა ფინალის საგზური.

ვაჟა მარგველაშვილის ბრწყინვალე იპონი ბარუხ შმაილოვთან

ვაჟა მარგველაშვილის ბრწყინვალე იპონი ბარუხ შმაილოვთან

Posted by Silk Sport on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) რეპეშაჟში სომეხ ფერდინანდ კარაპტიანს ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს შეხვდება. ფინალური ბლოკის ხილვა სილქ უნივერსალის ეთერში შეგეძლებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები