Thumbnail
  • პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ნოზაძე და მარგველაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ, შავდათუაშვილი რეპეშაჟშია

პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტატამზე 6 ძიუდოისტით წარსდგა: თემურ ნოზაძე (60კგ), ჯაბა პაპინაშვილი (60კგ), ნიკო ჭიკაიძე (66კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ლაშა გიუნაშვილი (73კგ).

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა პირველ ბრძოლაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან მოიგო. პაპინაშვილმა მეტოქეს ვაზარით აჯობა, მაგრამ მეორე შეხვედრაში ყაზახ იელდოს სმეტოვთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

ჯაბა პაპინაშვილმა ლუკა მხეიძეს ვაზარით მოუგო

ჯაბა პაპინაშვილმა ლუკა მხეიძეს ვაზარით მოუგო

Posted by Silk Sport on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

ამავე წონაში თემურ ნოზაძემ პირველი ორი შეხვედრა მარტივად მოიგო. ქართველი ძიუდოისტი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა ბრძოლის დასრულებამდე 8 წამით ადრე მეტოქეს იპონით მოუგო. მეორე დაპირისპირებაში კი მასპინძელი ვინსენ ლიმარი ასევე იპონით დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ეკვადორელ ლენინ პრესიადოს წუთსა და 51 წამში იპონით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნაოჰისა ტაკატოს შეხვდება.

თემურ ნოზაძემ ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი ვაზარით დაამარცხა

თემურ ნოზაძემ ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი ვაზარით დაამარცხა

Posted by Silk Sport on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

ნიკო ჭიკაიძემ (-66 კგ) პირველივე ბრძოლა დათმო. ის მონღოლ ნერგუი მუხბაიართან იპონით, წუთსა და 36 წამში დამარცხდა.

ნიკო ჭიკაიძე მონღოლ ნერგუი მუხბაიართან დამარცხდა

ნიკო ჭიკაიძე მონღოლ ნერგუი მუხბაიართან დამარცხდა

Posted by Silk Sport on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ კევინ აზემას წუთსა და 19 წამში იპონით მოუგო, რის შემდეგაც იტალიელი მატეო მედვესი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური ასევე ვაზარით მოიპოვა. ვაჟამ გერმანელის სებასტიან საიდლი დაამარცხა.

ვაჟა მარგველაშვილმა მასპინძელ კევინ აზემას იპონით სძლია

ვაჟა მარგველაშვილმა მასპინძელ კევინ აზემას იპონით სძლია

Posted by Silk Sport on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

ლაშა გიუნაშვილმა 73-კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე ბრძოლა წააგო. ის ალჟირელ ფეთ ნურთან გაფრთხილებების ხარჯზე დამარცხდა.

ლაშა გიუნაშვილი ფეთ ნურინთან გაფრთხილებებით დამარცხდა

ლაშა გიუნაშვილი ფეთ ნურინთან გაფრთხილებებით დამარცხდა

Posted by Silk Sport on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ვიქტორ სკვორცოვისა და გეორგიოს აზოიდისის დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში ცენდ-ოჩირ ცოგბაატართან დაპირისპირება ვაზარით დათმო და რეპეშაჟში გადაერთო.

ლაშა შავდათუაშვილმა ვიქტორ სკოვრცოვს იპონით მოუგო

ლაშა შავდათუაშვილმა ვიქტორ სკოვრცოვს იპონით მოუგო

Posted by Silk Sport on შაბათი, 09 თებერვალი, 2019

ფინალური ბლოკის ხილვა სილქ უნივერსალის ეთერში შეგეძლებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები