Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსი 120:103 ნიუ იორკ ნიქსი
  • ფაჩულიას გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
  • დეტროიტი პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის

ზაზა ფაჩულიას გუნდმა დეტროიტ პისტონსმა, რომელიც კონფერენციის რვა საუკეთესოს შორის მოსახვედრად იბრძვის, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან ნიუ იორკ ნიქსთან მიითვალა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ დეტროიტმა ნიუ იორკს ზედიზედ მეორედ მოუგო - სამი დღის წინ ფაჩულიას გუნდმა მეტოქე სტუმრად დაამარცხა (105:92).

რაც შეეხება დეტროიტში გამართულ შეხვედრას, მასპინძლებმა პირველ მეოთხედშივე მოიპოვეს ანგარიშში კომფორტული უპირატესობა (+19) და თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ თითქმის 12 წუთში 4 ქულა, 2-2 მოხსნა და დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან მეტოქის ფარს სამჯერ შეუტია და აქედან ორჯერ - შედეგიანად. 

ზაზა ფაჩულიას დანქი ნიუ იორკთან

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტუმართა მცველი დენის სმიტი გახდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. ნიქსში ორმაგი დუბლი (14 ქულა, 11 მოხსნა) დეანდრე ჯორდანს ჰქონდა. გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლით (29 ქულა, 20 მოხსნა) ანდრე დრამონდი გამოირჩა, ბლეიკ გრიფინმა კი 26 ქულა მიითვალა.

დეტროიტ პისტონსი 25 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს. ამდენივე მოგება და თამაშით ნაკლები აქვს მაიამი ჰიტს, რომელიც საპლეიოფო ზონაშია.  

მომდევნო შეხვედრას დუეინ კეისის გუნდი კვლავ საკუთარ დარბაზში, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ 12 თებერველს ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • გოლდენ სტეიტი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ჰიუსტონი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ლეიკერსი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები