Thumbnail
  • ბრძოლა 31 მარტს კადიფის პრინციპალიტი სთედიუმზე გაიმართება
  • პარკერი ბრიტანელ მოკრივეს მოუწოდებს "დიდი შოკისთვის" მოემზადოს

ენტონი ჯოშუა და ჯოზეფ პარკერი WBA, IBF, WBO სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ქამრებისთვის იბრძოლებენ.

ჯოშუა [20-0, 20 ნოკაუტი] IBF და WBA ტიტულების მფლობელია, პარკერი [24-0, 18 ნოკაუტი] კი WBO-ს ჩემპიონია. ენტონის პრომოუტერებმა დღეს დაადასტურეს, რომ რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დიდი დაპირისპირების დეტალები შეთანხმდა.

"კმაყოფილი ვარ, რომ შედგება ბრძოლა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვათანხმებდით. ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მსოფლიოს მოქმედი მძიმეწონოსანი ჩემპიონები ბრიტანეთში იჩხუბებენ," - განაცხადა ჯოშუას პრომოუტერმა, ედი ჰერნმა.

ენტონი ჯოშუა [WBA, IBF]
"ეს ბრძოლები იოლი გასამართი არ არის. სასწორზე ბევრი რამ დევს. პატივისცემას გამოვხატავ პარკერის გუნდისადმი გამოწვევის მიღების გამო. განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს, 31 მარტი შორს არ არის!"

26 წლის ჯოზეფ პარკერმა ბრიტანეთში სადებიუტო ბრძოლა ერთი თვის წინ ჩაატარა. ჩელენჯერი ჰიუჯი ფიური მან მანჩესტერ არენაზე, ქულებით, დიდი უპურატესობით დაამარცხა. მსოფლიო კრივის ორგანიზაციის [WBO] ქამრისთვის დაუმარცხებელმა ზელანდიელმა ზედიზედ მეორედ იჩხუბა წარმატებით.

პარკერმა, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, სამოელმა მატაიმ ბრიტანელ ჩემპიონთან ბრძოლის ალბათობაზე ერთი თვის წინ ისაუბრა.

ჯოზეფ პარკერი [WBO]
"ენტონი ჯოშუას დიდი შოკი ელის. რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ მან თქვა: "რატომ უნდა ვინერვიულო პატარა ბიჭზე ახალი ზელანდიიდან?" ახლა მსოფლიო ახლოს არის იმასთან, რომ ნახოს მართლა შეიძლია თუ ენტონის დარტყმის მიღება. იგი ყველაფერს გაარკვევს."

წარმოშობით ნიგერიელმა ჯოშუამ IBF საჩემპიონო ქამარი 2016 წლის აპრილში, ლონდონიის O2 არენაზე მოიპოვა, მაშინ მან ჩარლზ მარტინი დაამარცხა. მოგვიანებით, აპრილში მან 90 000 გულშემატკივრის თვალწინ, უემბლიზე, ვლადიმერ კლიჩკოს აჯობა ტექნიკური ნოკაუტით და WBA ქამრის მფლობელი გახდა.

კარდიფში გამარჯვების შემთხვევაში, ბრიტანელი მაღალი ალბათობით ამერიკელ დოენტეი უალიდერთანაც იჩხუბებს. უაილდერი მძიმე წონოსანთა დივიზიონის მეოთხე ქამრის მფლობელია. ოთხივე ქამარი ერთად ისტორიაში არცერთ მძიმე წონოსანს არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები