Thumbnail

მარიუს ტინკუ: ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელსაც საქართველოსთან მოგება შეუძლია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუმინეთის ნაკრების დროებითი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე საუბრობს
  • მარიუს ტინკუ დიდ ბრძოლას ელოდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ სეზონს 9 თებერვალს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს. მატჩი კლუჟში გაიმართება. რუმინელთა დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა მარიუს ტინკუმ საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობასა და სათამაშო ტაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

მარიუს ტინკუ: ის მორაგბეები, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ, ნაკრებს დაეხმარებიან. ისინი იმედგაცრუებულნი არიან მსოფლიო თასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. მორაგბეებს სურთ, რომ ლამაზი რაგბი ითამაშონ. რაგბი ევროპაზე ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელსაც საქართველოსთან მოგება შეუძლია.

ტინკუს მიაჩნია, რომ ნაკრები საქართველოსთან მზად არის. მას იმედი აქვს, რომ რუმინული რაგბის დონე კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება. მარიუსმა განაცხადა, რომ თუ რუმინელები მთელი გულით ითამაშებენ და სტრატეგიას მიყვებიან, ნაკრები დაუმარცხებელი იქნება.

რუმინელთა შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

კომენტარები

ბოლო ამბები